ტყემალაძე: ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთი ცოტა უფრო ადრე უნდა აეწია

ბუნებრივია, გვექნება კითხვები [ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან]. გარე ფაქტორი გარე ფაქტორია, მაგრამ უკვე გარკვეული ზომების მიღება დიდი ხანია იყო საჭირო, დროზე უნდა გამოეყენებინა... რა თქმა უნდა, რეფინანსირების სესხის პროცენტი ცოტა უფრო ადრე უნდა აეწია. კოორდინაცია ალბათ იყო, მე ვერ გეტყვით ახლა, მაგათ ყოველდღიურ ქმედებებს ვერ ვადევნებ თვალ-ყურს, მთავარი ის არის, რომ რაზეც ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშსა და ლარის კურსზე საუბრისას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები