ტარიფის ზრდა

რომან გოცირიძე: სუბსიდირების შემთხვევაში ტარიფების ზრდა გარდაუვალია

ენერგეტიკის სუბსიდირება წარმოუდგენელია, ვინაიდან ეს არის ძალიან რესურსტევადი და ამას უზარმაზარი ფული დასჭირდება. ამიტომ სუბსიდირების შემთხვევაში ტარიფის მატება გარდაუვალია. იმ შემთხვევაში თუ დაიწყებს მთავრობა სუბსიდირებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მას დააკლდება ფული ბიუჯეტში ან გაიზრდება ბიუჯეტის დეფიციტი. ეს კვლავ გამოიწვევს ლარის გაუფასურებას და შემდეგ მოხდება ტარიფების მატება, ოღონდ გაორმაგებული რაოდენობით.

განაცხადა ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ტარიფებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში საუბრისას

კომენტარები