ლარის გაუფასურება

კალაძე ლარზე: მთავარი რესურსები და მთავარი რიჩაგები ეროვნულ ბანკს გააჩნია

მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთან მუშაობა, რადგან მთავარი რესურსები და მთავარი "რიჩაგები" გააჩნია ზუსტად ეროვნულ ბანკს, იმისთვის, რომ ის ჩაერიოს ლარის კურსში. ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც დღეს ხელისუფლებას გააჩნია, ეს არის ლარის გაუფასურება. გარკვეული ღონისძიებები იქნა გატარებული და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს ლარის კურსის გამყარება. ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში. არის გამზადებული გარკვეული ობიექტები, რომლის პრივატიზება უნდა განხორციელდეს. 

განაცხადა საქართველოს ვიცეპრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები