საყდრისი-ყაჩაღიანი

ნარიმანიშვილი: საყდრისის საბადო აღარ არსებობს, ქვის ოთხი უძველესი უროღა ვნახეთ

დღეს საყდრისში ვიყავით. მოსამართლეებმა ადგილზე დაათვალიერეს საყდრისის ოქროს უძველესი მაღაროს ტერიტორია. მე, როგორც არქეოლოგი, ისე ვიღებდი მონაწილეობას ამ ღონისძიებაში. გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ საყდრისის ძველი საბადო აღარ არსებობს. კომპანიის წარმომადგენლები კმაყოფილი ჩანდნენ, მათ მოახერხეს და ისე აღგავეს მიწისაგან პირისა არქეოლოგიური ძეგლი, რომ ჩვენ მხოლოდ ქვის ოთხი უძველესი უროს ნახვა მოვახერხეთ. ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ ამ ფაქტით კმაყოფილი ჩანდნენ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

წერს არექოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი Facebook-ში. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მხარეებთან ერთად საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტი პირადად დაათვალიერა.

კომენტარები