გაბაშვილი 26 მაისზე: ხელისუფლებას სძულს საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტები

გადაწყვეტილება, რომ წელსაც არ ჩატარდეს აღლუმი, არის ძალიან არასწორი გადაწყვეტილება. ეს უკვე იღებს რაღაც ძალიან მავნე და არასაჭირო ტრადიციის სახეს და ეს ახასიათებს ამ ხელისუფლებას, როგორც ხელისუფლებას, რომელსაც სძულს საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტები. კერძოდ, ქართული არმია, ქართული ჯარი და ეს გამოიხატა კიდევაც, როდესაც საზოგადოება თვლის, რომ ყველა ინსტიტუტი არის ძალიან დასუსტებული. ყველა ინსტიტუტი ამ ხელისუფლების ხელში განიცდის დაკნინებას და დისკრედიტაციას.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა 26 მაისის მზადებაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები