მაღალი პრემიები

თარხნიშვილი მაღალ პრემიებზე: ამის შეზღუდვას პოლიტიკური ნება სჭირდება

დაუშვებელია, რომ ამ დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობაში აბსოლუტურად უსაქმური და უნიათო მთავრობა იღებდეს პრემიებს იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ისინი იღებენ ორი წლის განმავლობაში, მაგრამ იმისათვის, რომ ამ პრემიის აღება არ მოხდეს, არ არის საჭირო რაღაცა ახალი ინიციატივის მოგონება. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება და ეს პოლიტიკური ნება დღევანდელ მთავრობას არ გააჩნია. ახალი ინიციატივით პრემიას დაერქმევა დანამატი თუ სხვა რამ, ამით არაფერი შეიცვლება.

განაცხადა ენმ-ის წევრმა ლევან თარხნიშვილმა ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირებს პრემიების აღება შეეზღუდოთ.

კომენტარები