რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

კვირიკაშვილი: რუსეთთან დიალოგი რომ საჭიროა, ამაზე, მე მგონი, დავა ზედმეტია

ძალიან რთული და დელიკატური საკითხია. დიალოგი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დიალოგს აქვს შეზღუდული ფორმატი და ეს ფორმატი, მე მგონია, რომ ძალიან სასარგებლოა. რაც შეეხება იმას, კარგია თუ არა, რომ კარასინი დაინიშნა, რა თქმა უნდა, სხვა გადაწყვეტილების მიღება ჯობდა, ვინაიდან ეს ადამიანი უშუალოდ არის ჩართული იმ მიმართულებაში, რომ რაღაცნაირად ეს ყინული გალღვეს და მაინცდამაინც, რატომ შეარჩიეს მისი კანდიდატურა, ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია. ვერ გეტყვით [უნდა გაგრძელდეს თუ არა აბაშიძე-კარასინის ფორმატი], ეს უფრო რთული გადასაწყვეტი იქნება. ზოგადად, რუსეთთან დიალოგი რომ საჭიროა, ამაზე, მე მგონი, დავა ზედმეტია. ის, რომ ქვეყანას ელაპარაკო, მე მგონი, სჯობს იმას, რომ ქვეყანას არ ელაპარაკო, თუნდაც ელაპარაკო როგორც შენი ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევს, მაინც უნდა ელაპარაკო ჯობია, ვიდრე არ ელაპარაკო. 

განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კითხვაზე, უნდა გაგრძელდეს თუ არა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები მას შემდეგ, რაც გრიგორი კარასინი, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, სამხრეთ ოსეთთან ე. წ. ინტეგრაციის ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესში, პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.

კომენტარები