საქართველოს ეროვნული ბანკი

ბესელია: ძალიან კრიტიკული მიდგომა გვაქვს ეროვნული ბანკის ანგარიშისადმი

ჩვენ საკმაოდ საფუძვლიანად და დეტალურად შევისწავლეთ ანგარიში. ძალიან კრიტიკულია ჩვენი კომიტეტის მიდგომა ანგარიშისადმი. ჩვენ პირველ რიგში გვაინტერესებს, სავალუტო პროცესებთან დაკავშირებით, როდესაც ხდებოდა ლარის კურსის ინფლაციის პროცესი, ამ დროს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, კონკრეტული ადამიანები დაზარალდნენ და მათთვის იყო ეს ყველაზე მძიმე ტვირთი, ამ პროცესში რამდენად იყო დროული, ქმედითი, ეფექტური, რელევანტური ის ღონისძიებები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გაატარა. ამ კუთხით გვაქვს კრიტიკული შენიშვნები, საკმაოდ მწვავე მოსაზრებები, იმიტომ, რომ მოთხოვნა ეროვნული ბანკის მიმართ, კანონმდებლობიდან გამომდინარე, არის სწორედ მიმართული მათკენ, რომ ჩარევა, ინტერვენცია ყოფილიყო დროული, შესაბამისი და სწრაფ შედეგზე გათვლილი. კარგია, რომ ვალუტის კურსის გამყარების პროცესი დაიწყო, ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ის, რაც უკვე მოხდა, ჩვენს მოქალაქეებზე ამ პროცესმა, ბუნებრივია, დატოვა ნეგატიური გავლენა. არის შედეგები, რომლებიც ჩვენი თვალსაზრისით არის კრიტიკულად შესაფასებელი.

განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ეროვნული ბანკის ანაგარიშზე.

კომენტარები