ეროვნული ბანკი

მეჭიაური: ეროვნულ ბანკს ადეიშვილის პროკურორები მართავენ

ჩემი აზრით, საჭიროა ეროვნული ბანკის დეპოლიტიზირება მოვახდინოთ. დღეს ეროვნულ ბანკს ფაქტობრივად მართავენ ძველი ხელისუფლების მიერ დანიშნული პირები, კერძოდ, ადეიშვილის სამი პროკურორი ზის, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ამის ანალოგი მსოფლიო დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არსებობს. თვით პინოჩეტსაც არ გაუკეთებია მსგავსი ჩილეში, პირველ ეტაპზე, რომ პროკურორებით დაეკომპლექტებინა ეროვნული ბანკი. იმის მაგივრად, რომ რაღაც დოზით ადაპტაცია გაეარათ, ისინიც ასე იყვნენ პოლიტიზირებულები, ასრულებდნენ ფაქტობრივად ჟანდარმის მოვალეობას, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. 

განაცხადა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა, ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები