რესპუბლიკური პარტია

ზაქარეიშვილი: რესპუბლიკური პარტია ჩაუძირავია, ვინც შეგვეწინააღმდეგა, გაქრა

სამწუხაროდ და სულაც არ მიხარია, რასაც ვიტყვი, მაგრამ ერთადერთი რეალური და ნამდვილი პარტია საქართველოში არის სწორედ რესპუბლიკური პარტია. მისი რესურსები შეიძლება არ არის ყოვლისმომცველი და მასშტაბური, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ გვყავს მდგრადი და მყარი ამომრჩეველი - მცირერიცხოვანი, მაგრამ ერთგული. რეგიონებში გვაქვს ძლიერი წარმომადგენლობა და ეს არის ჩვენი, რესპუბლიკელების მთავარი ღირსება. გვაქვს მკაფიოდ გამოკვეთილ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა, იდეოლოგია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის საწინდარი იმის, რომ რესპუბლიკურ პარტიას შესწევს უნარი, ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასთან ჰქონდეს კონტაქტი. ჩვენ არასდროს არავისთან არ ვწყვეტთ კონტაქტს და არ ვწვავთ ხიდებს, რაც არის ღირსება და თუ ვინმეს ჰგონია, რომ პოლიტიკური პარტია უნდა ჩხუბობდეს, სხვებს მუდმივად ლანძღავდეს, ეს ასე არ არის და არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში შენ პოლიტიკური პარტია არ ხარ. ერთი სიტყვით, უამრავი ღირსების გამო ჩვენი პარტია არის ჩაუძირავი. ვინც კი ეცადა რესპუბლიკური პარტიის მიმართ ჰქონოდა გარკვეული წინააღმდეგობა, ყველა გაქრა - სად არის კომუნისტური პარტია, აღორძინება, მრგვალი მაგიდა, მოქალაქეთა კავშირი, ნაციონალურ მოძრაობასაც ვხედავთ, რა ბედი ეწევა

განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა 21 მაისს, რესპუბლიკური პარტიის 37 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.

კომენტარები