ეროვნული ბანკი

გოცირიძე: ახალი საბანკო რეგულაციების პროექტი დანაშაულებრივი დოკუმენტია

ახლა წავიკითხე ერივნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის შესახებ კანონპროექტი. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ეს არის დანაშაულებრივი დოკუმენტი. ეს არ არის შექმნილი იმ ადამიანების მიერ, ვისი სახელითაცაა ინიცირებული. მათ მიაჩეჩეს მზა დოკუმენტი და ათამაშებენ მარიონეტებივით. ეს ცვლილებები სცდება რომელიღაც უწყების გამოყოფის საკითხს. იგი მთლიანად ანგრევს წლობით ნაშენებ საბანკო რეგულირების სისტემას და შეიცავს ქვეყნის ფინანსური სისტემის სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხეს. რაღაც კომისიების შექმნაზე რომ საუბრობენ, მართლაც უნდა შეიქმნას პარლამენტის საგამოძიებო კომისია ამ კანონპროექტის ნამდვილი ავტორებისა და მათი მიზნების გამოსამზეურებლად.

ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე საბანკო ზედამხედველობის ახალი კანონპროექტის შესახებ, Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები