საქართველოს ეროვნული ბანკი

გოცირიძე: ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა ეროვნული ბანკის დანგრევაა

საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა, სინამდვილეში ეროვნული ბანკის დანგრევაა. ეს არის მცდელობა ბიზნების მთლიანად გაკონტროლების და არა მარტო კომერციული ბანკების. კომერციულ ბანკს თავისი კლიენტურა ჰყავს და ამიტომაცაა შეშფოთებული ბიზნესი. ეს არის გაუარესებისაკენ გადადგმული ნაბიჯი, ბიზნესისა და ადამიანის თავისუფლების საწინააღმდეგოდ მიმართული ნაბიჯები. ეს კანონპროექტი არ არის პარლამენტში დაწერილი. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ე.წ. ავტორებს ის თვალითაც არ უნახავთ.

განაცხადა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ და კითხვაზე, ვინ დაწერა კანონპროექტი, აღნიშნა, რომ ალბათ მფრინავმა თეფშმა ჩამოაგდო.

კომენტარები