საქართველოს ეროვნული ბანკი

კობახიძე: ეროვნული ბანკის საქმიანობაში ხელისუფლება ზედმეტად არ უნდა ჩაერიოს

თუ თავად ეროვნული ბანკის და საბანკო სისტემის უკეთესი, გამართული მუშაობისთვის, ყოველგვარი მოულოდნელობისა და დესტაბილიზაციის თავიდან აცილებისთვის დამატებით გარკვეული მონიტორინგის სისტემაა შემოსატანი და ეს არის სწორედ ისეთი სისტემა, რომელიც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს აქვთ, ვგულისხმობ, პირველ რიგში ევროკავშირს, ბუნებრივია, ეს გასაზიარებელია. არ უნდა მივიღოთ ისეთი ზომები, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობაში, მაგალითად, აღმასრულებელი ხელისუფლების დამატებით და ზედმეტ ჩარევას გამოიწვევს.

განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის შესახებ კანონპროექტზე.

კომენტარები