პირველკლასელები

სანიკიძე 6 წლამდე ბავშვებზე: პოლიტიკური სპეკულაციები უნდა დასრულდეს

ეს რეალობა ყოველთვის არსებობდა და რატომ გახდა სპეკულირების თემა ახლა, სასწავლო წლის დაწყების წინ. პოლიტიკური პარტიები მყავს მხედველობაში და უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებმაც ეს თემა დღის წესრიგში დააყენეს და ამით სპეკულირებას ახდენენ. ეს თემა გასაყოფია - პოლიტიკური სპეკულირება და მშობლების რეალური წუხილი. ჩვენ ვაგრძელებთ მშობლებთან მუშაობას და, ასე ვთქვათ, კონტაქტს, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ სპეკულირებას, ეს უნდა დამთავრდეს, იმიტომ, რომ ბავშვები მაინც არ უნდა გახდნენ ამ სპეკულირების მსხვერპლნი.

განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში მიყვანასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე.

კომენტარები