ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

რატიანი: პოლიტიკური პარტია არ არის მეგობრების კლუბი

პოლიტიკური პარტია არ არის მეგობრების კლუბი, რომელიც სადღაც ყავაზე იკრიბება და ნებისმიერი დისკომფორტის შემთხვევაში შეიძლება, გახვიდე მეორე ოთახში ან საერთოდ გახვიდე კლუბიდან. ეს არის ძალიან რთული სოციალური ორგანიზმი, სადაც ბუნებრივია აზრთა სხვადასხვაობა, განსხვავებები. ამ პრობლემებს უნდა გაუსწორო თვალი და იმით, რომ სადღაც წახვალ, ეს პრობლემები არ გაქრება. როდესაც პოლიტიკაში მოდიხარ, მოდიხარ იმ მოტივით, რომ რაღაც პრობლემები უნდა გამოასწორო. ეს არის არსებული პრობლემები, რომლებიც არ გაქრება იმით, რომ შენ გახვალ თამაშიდან. არსებობს პრობლემები, არსებობს კამათი, ეს ბუნებრივი მდგომარეობაა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი ზურაბ ჯაფარიძის, გოგა ხაჩიძის, პავლე კუბლაშვილისა და გიორგი მელაძის მიერ პარტიის დატოვებაზე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები