ენმ-დან წასვლა

თარგამაძე: თუ განსხვავებული ხედვა ჰქონდათ, პარტიის წინაშე უნდა დაეყენებინათ

ვფიქრობ, რომ განცხადებამ უფრო მეტი კითხვა დატოვა, ვიდრე პასუხი იყო. დასახელებული პრობლემა, თუ პრობლემად მიაჩნდა ვინმეს, არ გაჩენილა ალბათ დღეს. მაშინ გაუგებარია, რატომ დაისვა ის დღეს და არ დაისვა პარტიის წინაშე. მე ვფიქრობ, ყველაზე მეტად ჩნდება განცდა პოლიტიკური უმწიფრობის, მოუმზადებლობის, უპასუხისმგებლობის და იმის, რომ ეს ახალი პოლიტიკური ლიდერების განცხადება არ არის. თუ აღმასრულებელ მდივანს ჰქონდა რაიმე განსხვავებული ხედვა, ეს საკითხი უნდა დამდგარიყო პარტიის წინაშე განსახილველად და ეს არ მომხდარა.

ენმ-ის წევრი გივი თარგამაძე პარტიიდან წასული 4 წევრის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ენმ-მ ვერ შეძლო გახსნილობა და განახლება.

კომენტარები