ენმ-დან წასვლა

მაჭავარიანი მთავრობას: ნაცვლად ენმ-ის წევრების დათვლისა, ლარის კურსი ითვალეთ

ბოლო დღეების განმავლობაში გაღიმებული სახეებით დადის მთავრობა და ზოგიერთი უმრავლესობის წარმომადგენელი. სამწუხაროდ, მთავრობის წევრების სიხარული არ უკავშირდება იმას, რომ ქვეყანაში რაღაცა წინ წავიდა და ეკონომიკა გაჯანსაღდა. სამწუხაროდ, მათი ეს იმედები ისევ მთავარ ოპოზიციურ ძალას უკავშირდება, მაგრამ მინდა, იმედები გაგიცრუოთ - ეს არ იქნება ის, რასაც თქვენ ელოდებით, როცა ნაციონალური მოძრაობის დაშლაზე საუბრობთ. მინდა, ვურჩიო პრემიერმინისტრს და ფინანსთა მინისტრს, ნაცვლად იმისა, რომ ითვალოს, რამდენი ადამიანი დარჩა ოპოზიციურ პარტიაში, ნამდვილად არაა პრობლემა, ითვალოს სადამდე წავა ლარის კურსი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები