ენმ-დან წასვლა

თაქთაქიშვილი: აღმასრულებელმა მდივანმა პარტიას განახლების აჯენდა ვერ შესთავაზა

მარცხზე პასუხისმგებლობა იქნებ მის აღმასრულებელ მდივანს [ზურაბ ჯაფარიძეს] აეღო, თითქმის ერთი წელი ვერავითარი განახლების აჯენდა რომ ვერ შესთავაზა პარტიას და მის მხარდამჭერებს? თუ ქვეყნიდან განდევნილი მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ?! თუ თვლიან, რომ მიშაა დამნაშავე და პარტიას საყვედურობენ, მიშას რატომ არ გაემიჯნა, რატომ ვერ ბედავენ ამის თქმას? ეშინიათ, რომ ენმ-ს ამომრჩევლების მხარდაჭერას დაკარგავენ, არა? ჰოდა, ღალატით, სიმხდალითა და შიშითაა გაჟღენთილი 4-ეულის ეს უპასუხისმგებლო წამოწყება. და ამთავითვე მარცხისთვისაა ის განწირული.

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი პარტიიდან ოთხი დეპუტატის წასვლაზე. ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ენმ-მ მარცხზე პასუხისმგებლობა ვერ აიღო და განახლება ვერ შეძლო.

კომენტარები