ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

კობახიძე: ხალხს სურს, ნაციონალურმა მოძრაობამ ამ ფორმით აღარ იარსებოს

რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, ვინც სააკაშვილს უთხრა არა, მათ სურთ, თუ საერთოდ ნაციონალური მოძრაობა იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს, მიხეილ სააკაშვილით, ვანო მერაბიშვილით, ახალაიებით, ადეიშვილით თუ ასეთი ფორმით, აღარ იარსებებს... სწორედ ეს არის მათი პრობლემა, რომ ვერაფრით ვერ ემიჯნებიან და ვერ აღიარებენ იმ დანაშაულებს... ვერ ემიჯნებიან სააკაშვილს, ვერ აღიარებენ, რომ ვანო მერაბიშვილი იყო დამნაშავე, ვერ აღიარებენ ახალაიების საქმიანობას, რომელსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა ციხეებში არაადამიანურ მოპყრობასთან, წამებასთან, დამცირებასთან... ამას ვერ აღიარებენ, ვერ ემიჯნებიან დანაშაულს, ვერც დამნაშავეს ვერ არქმევენ დამნაშავეს. და ახლა რაღაც ახალი სახელები დაირქვან, გაკეთილშობილება და ფერის შეცვლა სცადონ, საზოგადოებას ხო ვერ მოატყუებენ...

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე, ნაციონალური მოძრაობის ოთხი წევრის პარტიიდან წასვლის შესახებ, ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში.

კომენტარები