ენმ-დან წასვლა

ბოკერია: ჯაფარიძე არის პარტიის განახლების მაგალითი - სამწუხაროდ, წარუმატებელი

რაც შეეხება განახლებას, თვითონ ბატონი ჯაფარიძე არის იმ აუცილებელი განახლების პროცესის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს ნაციონალურ მოძრაობაში. ის არ არის ერთადერთი - არიან სერგო რატიანი, ნიკა მელია და სხვები. ჯაფარიძე არის მაგალითი ერთ-ერთი, წარუმატებელი, სამწუხაროდ. განახლებას, როგორც ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესს აქვს რისკები და ზოგჯერ შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ ადამიანი არ ყოფილა მზად ლიდერობისთვის, არ ჰქონია პოლიტიკური ნებისყოფა - სამწუხაროდ, ასეთი აღმოჩნდა ბატონი ჯაფარიძე. მისი პარტიიდან წასვლის მიზეზი განახლება იყო ამ კრიტიკულ ვითარებაში? ეს არათუ არადამაჯერებელია, ეს ძალიან სამწუხარო უპასუხისმგებლობა და უნებისყოფობაა, ჩემი აზრით.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია შაბათის კურიერში ენმ-დან აღმასრულებელი მდივნის, ზურაბ ჯაფარიძის წასვლაზე.

კომენტარები