მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

ბოკერია: მარიხუანას მოხმარება და შენახვა პატიმრობით არ უნდა ისჯებოდეს

მარიხუანას მოხმარება და შენახვა პატიმრობით არ უნდა ისჯებოდეს. ვთვლი, რომ თავის დროზე იმ უმძიმესი კრიმინალური ფონის გადატეხვაში, რომელიც საქართველოში იყო, რაც შერწყმული იყო ნარკოტიკების გამსაღებლებთან და ნაწილობრივ ამღებ-მომხმარებლებთან, გარდაუვალი აუცილებლობა იყო ძალიან მკაცრი პოლიტიკის წარმოება იმისთვის, რომ ეს კრიმინალური ფონი და ეპიდემია გაჩერებულიყო - რაც მოხდა, 2004-დან 2009 წლამდე. მაგრამ შემდეგ ჩვენი პოლიტიკური გუნდის შეცდომა იყო, რომ არ გადაიდგა ნაბიჯები დიფერენციაციისკენ, და ძალიან მკაფიოდ არ გაიმიჯნა ის საკითხები, რომლებიც არ აყენებს ზიანს ადამიანის ორგანიზმს. ვიზიარებ იმ დებულებას, რომ პიროვნების საქმეა, მის სხეულს რას უზამს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე.

კომენტარები