პოლიციელის დღე

ღარიბაშვილი: ჩვენმა მთავრობამ შს სამინისტრო ხალხის სამსახურში დააბრუნა

ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა და საპატიო, რომ მე მერგო პატივი 1 წლის განმავლობაში შს მინისტრი ვყოფილიყავი. მე გულწრფელად ვემსახურე შს სამინისტროს. ჩვენ მიერ გაკეთებული საქმე ამ სამინისტროს აძლიერებდა. ჩვენმა მთავრობამ ხალხის სამსახურში დააბრუნა შს სამინისტრო. ჩემს დროს დაიწყო ძირეული რეფორმები და დღემდე გრძელდება. ქართული პოლიცია არის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი. დანაშაულის აღკვეთა ხორციელდება ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი პრინციპია. ჩვენი მიზანია კანონიერი გზით ვერბძოლოთ დანაშაულს. ჩვენ შევძელით რამდნიმე ნაწილად, კლანებად დაშლილი სამინისტრო გავაერთიანეთ, ეს მოხდა ჩემი მინისტრობის დროს, შემდეგ კი ახალმა მინისტრებმა გააგრძელეს ეს მიმართულება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ჩევნი პირადი მოტივების გამო სისტემის დასუსტება

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

კომენტარები