მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

ნაცვლიშვილი: ნარკოპოლიტიკა საქართველოში არის არაგონივრულად რეპრესიული

ძალიან კარგია და დადებით შეფასებას იმსახურებს ის, რომ საჯარო სივრცე გაიხსნა ამ საკითხებზე[მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე] სასაუბროდ და ახლა უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს ეს დისკუსია. ვფიქრობ, რომ ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში ნამდვილად საჭიროებს გადახედვას იმიტომ, რომ არის არაგონივრულად რეპრესიული. ძალიან კარგი იქნება, თუ საპარლამენტო დისკუსიები დაეფუძნება არა რომელიმე დეპუტატის ან თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის პირად გემოვნებას ან შეხედულებას ამ საკითხზე, არამედ სამეცნიერო კვლევებს. ზოგადად, საკანონმდებლო პროცესი უნდა ეფუძნებოდეს კვლევებს, ობიექტურ მაჩვენებლებს და იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებიც დიდი ხანია, უკვე აწარმოებენ ბრძოლას ნარკოდამოკიდებულებასთან, მაგრამ არა რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკით.

საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები