სოფლის მეურნეობა

პრემიერი: 2-3 წელიწადში იმპორტირებულ ბოსტნეულს მთლიანად ჩავანაცვლებთ

ჩვენ მთავარ ამოცანად დავისახეთ ქართული წარმოების განვითარება და უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული პომიდორი ეტაპობრივად უკვე ანაცვლებს იმპორტირებულ დაბალხარისხიან პომიდორს. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. სამ ეტაპად ვითარდება ეს სათბური. გეიზერული წყლები და აქ არსებული რესურსი წლების განმავლობაში გამოუყენებელი იყო და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ რესურსით დავინტერესდით და ნახეთ, როგორ ეფექტურად ვიყენებთ. ჩვენ ეტაპობრივად, სულ რაღაც 2-3 წელიწადში, შეიძლება ითქვას, უფრო მანამდეც, ჩავანაცვლებთ მთლიანად იმპორტირებულ ბოსტნეულს, პომიდორს, კიტრს და ა.შ. ეს არის მართლაც ეროვნული საქმე.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ ცაიშში, პროგრამის - აწარმოე საქართველოში ფარგლებში დაფინანსებული საწარმო - STIMOR Associate დაათვალიერა.

კომენტარები