თეა წულუკიანი

წულუკიანი: იუსტიციის სახლები ბიზნესმენებისთვის წართმეული ფულით აშენდა

ჩვენ მივიღეთ ძალიან კარგი იუსტიციის სახლები, რომლებიც მილიონები ღირს. იცით, რომ ეს მილიონები ჩემმა წინამორბედმა ბიზნესმენებს ტერორისა და ციხეების მეშვეობით წართვა?.. სააკაშვილის დროს ბიზნესმენები არ იპარავდნენ, კორუფცია არ იყო. და დღესაც არ არის, კორუფციასთან ბრძოლის მხრივ უკეთესი სიტუაციაც კი არის ახლა, ვიდრე იყო მაშინ. ჩვენ არ გვყავს ბევრი ოლიგარქი, ისინი საერთოდ არ გვყავს. არიან ბიზნესმენები, რომლებსაც საქმე კარგად მისდით, ისინი არ იპარავდნენ. ისინი იხდიდნენ გადასახადებს და მუშაობდნენ, მათ კი ატერორებდნენ. ახლა ჩვენ არსებითად ვმუშაობთ. წინა მთავრობა კი, თუ გნებავთ, იყო სპეცეფექტების და ფასადების მთავრობა. მაგალითად, სპეცეფექტია, როდესაც სამართლებრივ რეფორმად ე. წ. სატელევიზიო დაპატიმრებას ასაღებ. ვიღაცასთან მიდიხარ კამერებით, აპატიმრებ, ამბობ, რომ ეს არის ჩემი რეფორმა - ბრძოლა კორუფციასთან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააგენტო უკრინფორმისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ.

კომენტარები