გაეროს რეზოლუცია

კაპანაძე: კარგია, რომ რუსეთმა ისევ დათმო ეს ბრძოლა გაეროში

გუშინ საღამოს ძალიან კარგი რეზოლუცია მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. მომხრეების რიცხვი გაიზარდა 6-ით და 75 შეადგინა. სერიოზული დანამატია თურქეთი, ტრინიდადი, გაიანა, პანამა და გვატემალა, ასევე მალავის და სომალის დაბრუნება მომხრეებში. სამწუხარო და გაუგებარია მალდივების და ბურუნდის საწინააღმდეგო ხმა და ავსტრიის მიერ არდასწრება. სასიხარულოა, რომ შრი ლანკამ გადაწყვიტა, თავი შეიკავოს წინა წლების უარყოფითი ხმის შემდეგ. საბოლოო ჯამში, დიდი მადლობა და "ყოჩაღ" საგარეო საქმეთა სამინისტროს და მისიებს ნიუ იორკში და ჟენევაში, ასევე აფრიკის, აზიის და ავსტრალია-ოკეანეთის ქვეყნებში. კარგია, რომ რუსეთმა ისევ დათმო ეს ბრძოლა გაეროში და მხარდაჭერა გაგვეზარდა. ამოცანაა - ისეთივე კონსენსუალური გახდეს ეს რეზოლუცია, როგორც კუბის, ან პალესტინის შესახებ რეზოლუციებია! ამ მიზნისკენ აშკარად მივიწევთ! Good Job!!!

GRASS-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა.

კომენტარები