მოგების გადასახადი

ხადური მოგების გადასახადის გაუქმებაზე: სიჩქარე არ გვეგების

ჩვენ ვმუშაობთ [მოგების გადასახადის გაუქმებაზე]. მე მინდა გითხრათ, რომ მოგების გადასახადის რეფორმირება და მისი, ასე ვთქვათ, ესტონური მოდელის განხილვა მიდინარეობს, მაგრამ სიჩქარე არ გვეგების, იმიტომ, რომ მოგების გადასახადისგან ბიუჯეტში ამ წუთას შემოდის დაახლოებით ცხრაასი მლნ ლარი, თუ ჩვენ ამ წუთას გავაუქმებთ ამ გადასახადს, ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტი უნდა შევამციროთ დაახლოებით ცხრაასი მილიონი ლარით. ჩვენ ვმუშაობთ და ალბათ სექტემბრისთვის წარმოვადგენთ ზუსტ საგზაო რუკას, თუ როგორ უნდა მოხდეს ესტონურ მოდელზე გადასვლა.

განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები