მოგების გადასახადის გაუქმება

ჯაფარიძე: მოგების გადასახადის გაუქმების ინიციატივით გამოვდივართ

ახალი პოლიტიკური ცენტრი მოგების გადასახადის გაუქმებისა და დივიდენდის დაბეგვრის ახალი წესის შემოღების ინიციატივით გამოდის. „საგადასახადო კოდექსში" შესაბამისი ცვლილებები უკვე მომზადებულია, რომლის პრეზენტაციც 8 ივნისს გაიმართება. ახალი საკანონმდებლო ინიციატივას გაცნობის საშუალება პირველ ეტაპზე ჟურნალისტებს ექნებათ, კვირის ბოლოს კი, ბიზნესის წარმომადგენლებს. მოგების გადასახადი უნდა გაუქმდეს და საწარმოს მიერ მიღებული მოგება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაიბეგროს, თუ ამ თანხას პარტნიორები გაინაწილებენ.
ყველა სხვა შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მიერ მიღებული მოგება არ უნდა იბეგრებოდეს, რის შედეგადაც, ერთის მხრივ, საგადასახადო ტვირთი შემცირდება და გადასახადის ადმინისტრირება გამარტივდება, მეორეს მხრივ კი, ინვესტიციები წახალისებული იქნება, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

კომენტარები