საპატრიარქო

პატრიარქი: ჩვენს სამშობლოში უცხო ხალხი შემოდის და ჩვენს მიწა-წყალს იკავებს

ყოველ პერიოდს ახასიათებს თავისი რაღაც ისეთი თვისება, რომელიც ადრე არ ყოფილა. დღევანდელი მდგომარეობა განსხვავდება სხვისგან. ქართველი ადამიანი მუდამ ცდილობდა მოეპოვებინა მიწა, ემუშავა, ეშრომა თავის მიწაზე. დღეს ქართველი ადამიანი გაურბის მიწაზე მუშაობას, ეძებს ისეთ შემოსავალს, სადაც შრომა არ იქნება საჭირო. ფსალმუნში ჩვენ ვკითხულობთ: მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდი. აი, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გვაჩვენოს გზა. უფალი ბრძანებს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. იმის მაგივრად, რომ მივყვეთ უფლის სიტყვებს, ჩვენი ახალგაზრდობა მიდის უცხოეთში და იქ მოსამსახურეებად მუშაობს იმ დროს, როდესაც სამშობლოში უცხო ხალხი შემოდის და იკავებს ჩვენს მიწა-წყალს. ამიტომ მოგმართავთ ყველას, იფიქროთ თქვენს თავზე, თქვენს შვილებზე, ჩვენს მომავალზე

განაცხადა საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.

კომენტარები