საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი: პრობლემაა, რომ ადამიანურ რესურსებს ეფექტურად ვერ ვიყენებთ

ყველამ კარგად ვიცით, რომ სახელმწიფოს მთავარი კაპიტალი ეს არის ადამიანი და, შესაბამისად, ადამიანური რესურსები. ჩვენი და, ზოგადად, განვითარებადი ქვეყნების მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ვახდენთ პრობლემების დროულად იდენტიფიცირებას და რესურსების ეფექტურად გამოყენებას. სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ეს უნდა იყოს მიზანმიმართული, აქცენტირებული მუშაობა და ამას სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს იმიტომ, რომ თუ ადამიანმა, როგორც მთავარმა სახელმწიფო კაპიტალმა, ვერ შეძლო განვითარება და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია, რა თქმა უნდა, მიუღწეველი იქნება წარმატება, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებთ ეფექტურად სხვა დანარჩენი რესურსების გამოყენებას. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით იმისთვის, რომ კვალიფიციური და ნიჭიერი ადამიანების რესურსების განვითარებას და მათ სრულ რეალიზაციას შევუწყოთ ხელი.

განაცხადა ინტერპრესნიუსის ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დოქტორანტებს ხვდება.

კომენტარები