ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

ბოკერია: ხელისუფლებამ საკუთარი მოთხოვნები უტიფრად ფეხებზე დაიკიდა

მე მეჩვენება, რომ ხელისუფლება უკვე პარალიზებულია იმ მთავარ ფუნქციებში, რაც მან უნდა გააკეთოს. რაც შეეხება თვითონ ამ საარჩევნო კოდექსთან არსებულ ვითარებას, ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისი, რომ უბრალოდ მატყუარები არიან. ის საკითხები, რაც იყო მათი დრამატული მოთხოვნების საკითხი, უბრალოდ უტიფრად ფეხებზე დაიკიდეს. ამიტომ უნდა გამოვცვალოთ ეს ხელისუფლება დემოკრატიული გზით, ამ გამოცვლის ნაწილი არის, მათ შორის, მშვიდობიანი საჯარო აქციები და ჩვენ არავისთან შეერთება არ გვჭირდება. ამ მეთოდს, დემოკრატიულს და კონსტრუქციულს მუდმივად ვიყენებთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და მომავალშიც ვაპირებთ, გამოვიყენოთ.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

კომენტარები