მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ოდესის განვითარება პუტინისთვის ყველაზე დიდი პრობლემა იქნება

არა, არ მგონია, პრეზიდენტ პოროშენკოს მოტივაცია ეს ყოფილიყო. ვფიქრობ, მოტივაცია სულ სხვაა. მას, რა თქმა უნდა, კავშირი აქვს სამხედრო კონფლიქტთან. რატომ იმთავითვე ამითვალწუნა პუტინმა? რადგან აღმოჩნდა, რომ საქართველო, რომელიც იყო ყველაზე კორუმპირებული, ყველაზე ჩამორჩენილი, პრინციპში, ყველაზე მაფიოზური ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამ ქვეყანაში უცებ დაიწყო წესრიგის დამყარება, ადამიანები აღარ იღებდნენ და იძლეოდნენ ქრთამებს, დაიწყო განვითარება. ჩვენ შევქმენით ალტერნატიული სისტემა... ოდესა, რა თქმა უნდა, არ არის რუსული ქალაქი... მაგრამ ბევრი რუსის ტვინში, პირველ რიგში პუტინის, ის "ნოვოროსიის" ნაწილია. მას მიაჩნია, რომ ეს "ნოვოროსიის" ცენტრია. მათი გაგებთ, ეს რუსული ქალაქია. თუ აქ მართლაც რამე სასიკეთოდ შეიცვლება, მაშინ ყველა დასვამს კითხვას - ეს ხომ აღარაა საქართველო, ეს არ არის ლვოვი? ის, რაც მათ "ნოვოროსია" ეგონათ, თანამედროვე ევროპული ქალაქი და ოლქი ხდება, სადაც დაიწყო განვითარება. სადაც აღარ იღებენ ქრთამს, ყველა სერვისი გაუმჯობესებულია. სადაც ადამიანები რეალურად ოპტიმიზმით უყურებენ მომავალს. ეს იქნება პუტინის ყველაზე დიდი პრობლემა და არა რამე სამხედრო შეტაკება. სამხედრო საქმეებში ის თავს გრძნობს როგორც თევზი წყალში, რადგან რამეს დანგრევა ან გაფუჭება თუ უნდა, კარგად გამოსდის...

ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი, ტელეკომპანია დოჟდისთვის, ქსენია სობჩაკისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად - ხომ არ დაინიშნა იგი ამ თანამდებობაზე მოსკოვის და ვლადიმირ პუტინის გაღიზიანების მიზნით?

კომენტარები