სტიქია თბილისში

სონღულაშვილი: უდანაშაულო ხალხის მიმართ სისასტიკე ღმერთს არ უნდა დავაბრალოთ

სრულებით გაუმართლებელია, რომ ღმერთს დააბრალო სისასტიკე სრულებით უდანაშაულო ადამიანებისა და ცხოველების მიმართ. ბუნებრივი მოვლენების შედეგს, იმას, რაც ჩვენს თავს ხდება, ვერც ადამიანს დავაბრალებთ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შეიძლება ასეც მოხდეს და ვერც ღმერთს. ეს ის სამყაროა, რომელშიც ვცხოვრობთ. როდესაც ადამიანი იტანჯება, როდესაც თითოეული არსება იტანჯება დედამიწაზე, ღმერთი მასთანაა და არასდროს ტოვებს. ამ ბუნებრივი მოვლენების ღმერთზე, ადამიანზე, ადამიანის შეცდომაზე დაბრალება სრულებით მიუღებელია, შუასაუკუნეობრივ ობსკურანტულ აზროვნებას ასახავს და ქრისტიანულ თეოლოგიასთან საერთო არაფერი აქვს.

ამის შესახებ საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილი ლიბერალთა საუბრისას განაცხადა

კომენტარები