სტიქია თბილისში

ღარიბაშვილი: თუ ცხოველი აგრესიულია, სახელმწიფო არის ვალდებული იმოქმედოს

მე ახლა ვესაუბრე ზოოპარკის დირექტორს, რომელმაც მითხრა, რომ რამდენიმე ცხოველი სამწუხაროდ დავკარგეთ. მაგრამ მოდით ასე ვთქვათ - ასეთი წყალდიდობის შემდეგ ცხოველები კი არა, ადამიანები დავკარგეთ... კი ბატონო, ცხოველებიც მიყვარს, მაგრამ, ყველაზე მთავარი საზრუნავი ჩვენთვის არის ადამიანი. ცხოველი, თუ ის არის აგრესიული და წარმოადგენს საფრთხეს ადამიანებისთვის, მოქალაქეებისთვის, ჩვენ ვართ ვალდებული, სახელმწიფო არის ვალდებული, რომ იმოქმედოს კანონის შესაბამისად... ბევრი ცხოველის გადარჩენა შევძელით და მათი დაბრუნება უვნებლად ზოოპარკში.

საქართველოს პრემიერმინისტრი ზოოპარკიდან გამოქცეული ცხოველების ძებნის შესახებ, ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები