ძალიან ბევრისთვის ცნობილია, რომ მდინარე ვერე ვაკე-საბურთალოზე არ იღებს სათავეს. დიდგორის მთის მიდამოებიდან იღებს სათავეს. იქ დაახლოებით კილომეტრნახევრიანი მეწყერი ჩამოწვა, რამაც გამოიწვია ის, რაც თბილისში მოხდა. მაშველთა კორპუსის ყველა წარმომადგენელს მადლობას ვუხდი. სამაშველო კორპუსის თანამშრომელმა ვერ გათვალა, რომ ეს ღვარცოფი მოვარდნილიყო? როდესაც მეწყერი ბეთანიაში ჩამოწვა, ეს ცნობილი იყო... უნდა ჩაკეტილიკო ვერეს ხეობა და აქ ევაკუაცია უნდა მომხდარიყო, ამის საშუალება არსებობდა... მოვა ის დრო, რომ ამ საკითხებზეც ვისაუბროთ, მაგრამ დღეს საზრუნავია ის, რომ უნდა დავეხმაროთ ხელისუფლებასაც და იმ მოქალაქეებსაც რომლებმაც სტიქიამ ყველაფერი დააკარგინა.
სტიქია თბილისში