ზურაბ გურიელიძე: ყველაფერი ჩემი ბრალია

ვაცნობიერებ იმას, რომ ჩემი ინფორმაციის მიწოდებით, სახელმწიფო სტრუქტურებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია, ჩემი შეტყობინების შედეგად ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობს და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. ყველა ინფორმაციით, რაც გუშინ სტიქიის საღამოს გვქონდა, ეს საფრთხე აღარ არსებობდა და რის შესახებაც გუშინაც განვაცხადე, რომ შევაჯამეთ ინფორმაცია, მივიღეთ ასეთი შედეგი. ამის მიუხედავად, შსს მაინც პატრულირებდა პერიმეტრზე, მაგრამ შიგნით შენობებში ძებნა არ ხორციელდებოდა. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ვეფხვი, რომელიც ჩათვლილი იყო, როგორც მოკლული, აღმოჩნდა ცოცხალი და დამალული ერთ-ერთ შენობაში. და, შესაბამისად, მოხდა ის, რაც მოხდა.

 

ზოოპარკის დირექტორი და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი თბილისის პროკურატურაში არიან. ცნობისთვის, გუშინ ზოოპარკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ ვეფხვს, ერთ დათვს და ერთ ზოლიან აფთარს ეძებდნენ.

კომენტარები