სტიქია თბილისში

ივანიშვილი: რასაც ვერ მოიძიებს ხელისუფლება და საზოგადოება, მე დავაფინანსებ

მე საჯაროდ განვაცხადე და დღეს კიდევ გავიმეორებ, ყველამ თავის საქმე უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა... ეს ხელისუფლების საქმეა ძირითადად, მთავრობის და ისინი აქტიურად ცდილობენ, მოიძიონ რესურსები იმისთვის, რომ მაქსიმალურად დააკმაყოფილონ და დაფარონ ის ხარჯები, რაც ამ სტიქიამ და უბედურებამ მოგვიტანა. რასაც ვერ შეძლებენ, ყველა თანხაზე მე განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა თანხა, ჩათვალეთ, რომ აქვთ, პრინციპში. ასეთი დაზღვევა არსებობს ჩემი სახით. მე დავაფინანსებ, რასაც ვერ მოიძიებს ხელისუფლება, ვერ მოახერხებს საზოგადოება, ბიზნესი, რაშიც ძალიან აქტიურობენ.  

 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი თბილისის სტიქიის ზარალზე.

კომენტარები