პანორამა-თბილისი

ივანიშვილი: პანორამა თბილისის პროექტს აქვს ხიბლი იმ ადგილზე, სადაც გაკეთდა

პანორამა თბილისის პროექტი იმ ლანდშაფტზეა მორგებული და აქვს ხიბლი იმ ადგილზე, სადაც გაკეთდა. პროექტი არის რთულ რელიეფზე მორგებული ქალაქის ცენტრში, როგორ შეიძლება, სხვაგან გადაიტანო და ამაზე კითხვა დასვა. ეს იგივეა, რომ არ გინდა აშენება. ელისაშვილმა ბოლოს სხვა ვერაფერი ვერ ნახა, უამრავ კანონდარღვევაში მდებდა ბრალს, რომ ქალაქს ვანგრევ, ძეგლებზე ვაშენებ. მკვლელობები არ დაუბრალებია, ყველაფერი დამაბრალა. ბოლოს უკან წაიღო, სათქმელი არ ჰქონდა და დაიტოვა ეს - "აი, კარგი პროექტია, მაგრამ სხვაგან გააშენოს." ეს იმხელა აბსურდია, ვერ აცნობიერებს და ჰგონია, რომ თავი შეაფარა. ეს არის რთულ რელიეფზე დაგეგმილი პროექტი. თანაც ძალიან საინტერესო.

ექსპრემიერი და საზოგადოება 2030-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ჟურნალისტის კითხვაზე - შეიძლება, განიხილოთ თბილისი პანორამას გაკეთება სხვა ადგილას?

კომენტარები