სტიქია თბილისში

ბოკერია: შექმნილ ვითარებაში მთავრობა კოორდინირებული მხოლოდ ბრალდებებისას იყო

კავშირი ამ გზასა და მსხვერპლს შორის არ არსებობს, ჯერ-ჯერობით რაც მე მოვისმინე. ამიტომ ეს არის ძალიან უსამართლო და ბინძური ბრალდება, შესწავლის გარეშე გაკეთებული. როგორც მინიმუმ თავი უნდა შეიკავონ იმ ადამიანებმა, ვისაც ასეთი მოსაზრება გააჩნია, იმიტომ რომ ძალიან მძიმე და აბსოლიტურად დაუსაბუთებელი ბრალდებაა. თავისთავად ის, რომ მეოცე საუკუნეში, ჯერ კიდევ 30-იან წლებში და შემდეგ 60-იან წლებში, ქალაქი ამ მიმართულებით განვითარდა და ვერეს ხეობა ამ ორ გვირაბს შორის მოექცა, ეს არის ფაქტორები ნამდვილად. მაგრამ მაინც მინდა ერთხელაც დავუბრუნდე იმას, რამხელა პრობლემა იყო ის, რომ ეს პრიორიტეტი ჰქონდა მთავრობას პირველივე დღეს, ან მეორე დღეს. იმაში კი არ არის საქმე, რამდენად უსაფუძვლოა ეს გიგი უგულავას მიმართ, რომელიც პოლიტპატიმარია და ციხეში ზის. ასეთი ბინძური და ადამიანების სიკვდილის დაბრალება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ. აქ არის საუბარი, თავში რა ჰქონდათ და რაზე ხარჯავდნენ დროს. ჩვენ ხომ ყველამ ვნახეთ, რომ ეს იყო კოორდინირებული, დაწყებული სოციალურ ქსელებში მათი პრეს და პიარ სამსახურებით, გაგარძლებული დეპუტატებით, მინისტრებით, პრემიერ-მინისტრით, ანუ ამ ხალხმა ასეთი კატასტროფის დროს, როცა მთელი ენერგია და დრო უნდა დაახარჯონ იმ ხალხზე ფიქრს და ვითარების გაკონტროლებაზე ფიქრს, რა ტრაგედიაც დაგვატყდა იმ ფონზე. ამ დროს დასხდნენ, დრო დახარჯეს, დავალებები გასცეს, პრო-სამთავრობო საინფორმაციო საშუალებებში და ყველგან, მეტნაკლებად აქ იყვნენ ყველაზე კოორდინირებულები. ეს არის სწორედ კატასტროფა და იგივე ვნახეთ სხვათაშორის ზოოპარკის ამბავზეც. იქაც სრული კატასტროფა იყო, ზოოპარკის დირექტორის მიმართ აბსოლიტურად უტიფრად დაიწყეს ხელის გაშვერა, კოორდინირებულად, იქ დეპუტატებმა ბლოგები დადეს, ბატონი თამაზაშვილის ბლოგი მახსენდება, როგორი არაადამიანი გახდა ის და რომ არ ყოფილიყო სამოქალაქო პროტესტი, აგორებდნენ ამ ტალღას. ეს არის ძალიან მძიმე სურათი, როგორი ტიპის ადამიანები და პოლიტიკური ლიდერები გვყავს სათავეში.

 

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია თბილისში 13 ივნისს მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე საუბრისას

კომენტარები