ქორწინების თანასწორობა

კობახიძე: ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა

სულ რომ მარტონი დავრჩეთ ამ დედამიწაზე, ყველა ჩვენმა მეგობარმა, პარტნიორმა თუ მოკავშირემ რომ ზურგი გვაქციოს, მე მაინც ვიტყვი რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა, ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომა, თორემ სხვა დანარჩენ კატეგორიებზე, როგორიცაა ზნეობა, მორალი და ა.შ ჩემზე უფრო ზნეობრივები და ღირსეულები ილაპარაკებენ, მე მხოლოდ სახელმწიფოზე ვამბობ, კანონმდებლებზე...დღეს ლამის ერთიანად გაცისარტყელდა facebook , ტაში შემოკრეს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რა ვქნა, თუ მე ვერ შევუერთდი ამ "სიხარულს", მაპატიეთ, ვიცი გამკიცხავთ ზოგიერთები, კრიტიკას არ დაიშურებთ, შეიძლება ქარ-ცეცხლშიც გამატაროთ, მაგრამ, ალბათ აზრის თავისუფლება ის უფლებაა, რაც მაინც მრჩება როგორც საჯარო პირს. თქვენი ნებაა, მაკრიტიკეთ, ოღონდ ადამიანების სიძულვილს, შეუწყნარებლობას, დისკრიმინაციას, რაც მთავარია, რუსეთუმეობას და ამის მსგავსებს ნუ დამაბრალებთ!... 

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე facebook-ის პირად გვერდზე, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ["ერთსქესიან" ქორწინებაში სავარაუდოდ იგულისხმება ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება, რადგან ადამიანს, ჰეტეროსექსუალსაც და ჰომოსექსუალსაც, ერთი სქესი აქვს. კამათი შესაძლებელია ჰერამფროდიტების შემთხვევაში, რომელთაც ორივე სქესისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვთ]

კომენტარები