პატრიარქის საკვირაო ქადაგება

ილია II: ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი თავისუფლებას ბოროტად იყენებს

ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი თავისუფლებას ბოროტად იყენებს და ამით სარგებლობს. ეს დამღუპველია ადამიანის სულისთვის. სრული თავისუფლება რომ მიეცეს ადამიანს, მაშინ აღარ იქნებოდა საჭირო არც ათი მცნება, არც კანონები, არც წეს-ჩვეულებები. აი ამიტომ, ჩვენ უნდა გავარჩიოთ, რა არის სასარგებლო ჩვენთვის... ღმერთმა მოგვცა თავისუფალი ნება, რომ ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს სულიერ ამაღლებაში, გარდა ღვთისა, ადამიანმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. რა არის თავისუფლება? ეს არის ის მდგომარეობა, როცა ადამიანი ირჩევს კეთილს და უარყოფს ბოროტს. თავისუფლება არის ყოველდღიური გამოცდა ადამიანის. ამიტომ, ადამიანს უნდა ჰქონდეს სასულიერო ხედვა, რომ დაინახოს, სად არის თეთრი და სად შავი, სად არის კეთილი და სად ბოროტი. ხშირია შემთხვევა როდესაც ადამიანი ვარდება ცოდვაში და ვერ გრძნობს ამას. ამას მიიჩნევს როგორც ბუნებრივ მოვლენას და ადამიანის თვისებად. სინამდვილეში ეს არის ცოდვაში ჩავარდნა. ამას სჭირდება სინანული, აღსარება. წმინდა მამები ამბობენ, რომ აღსარება, რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა.

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე.

კომენტარები