ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილთან

პრემიერი: ლარის გაუფასურებაზე გავლენა ე.წ. ექსპერტებმა და მედიამაც იქონიეს

გასულ წელს მთელს რეგიონში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვქონდა, თუმცა, 2015 წელი ძალიან რთულად დაიწყო, რაც რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობით არის განპირობებული. კრიზისი უკრაინაში, რუსეთსა და მთელს ევროპაში, ბუნებრივია, ჩვენს ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს. მოგეხსენებათ, საქართველოში ადგილობრივი წარმოება არ არის განვითარებული და ჩვენ სულ ორი წელია, რაც ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. დოლარის გამყარების პროცესი დაიწყო თითქმის ყველა სხვა ვალუტის მიმართ, ხოლო ჩვენს რეგიონში, დოლართან მიმართებაში, ყველა ქვეყნის ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. ყოველივე აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საგარეო შოკები და მძიმე ეკონომიკური გამოწვევები ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც აისახა, ისევე, როგორც ჩვენზე ბევრად უფრო მდიდარი და ძლიერი სახელმწიფოების ვალუტაზე. ლარის კურსის გაუფასურებაზე ასევე გარკვეული გავლენა იმ აჟიოტაჟმა და ემოციურმა ფონმა, რომლის შექმნაშიც დიდი როლი ითამაშეს უპასუხისმგებლო ოპონენტებმა, ე.წ. ექსპერტებმა და გარკვეულმა მედიასაშუალებებმა.

 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაზეთ ასავალ-დასავალთან ინტერვიუში.

კომენტარები