ეროვნული ბანკი

გოცირიძე: ვიღაცების ახირებას ნუ შევწირავთ გამართულად მომუშავე სისტემას

საბერძნეთის ბანკები დღეიდან ექვსი სამუშაო დღის განმავლობაში არ იმუშავებენ. ბანკომატებიდან დღეში მხოლოდ 60 ევროს გამოტანა შეიძლება. კაპიტალის გატანაზე და ფულის გადარიცხვაზე კონტროლი წესდება. გაუჭირდებათ ქართველებს ამ კვირის განმავლობაში ფულის გადმორიცხვა. ზოგადად, გაუჭირდებათ საბერძნეთში. გაკოტრდა ეს ქვეყანა არასწორი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გამო. ბევრ ევროპულ ქვეყანას შეშურდებოდა ქართული ბანკების სტაბილურობა. ნუ ეთამაშება ცეცხლს მთავრობა და პარლამენტი. დაანებეთ თავი ეროვნული ბანკის დაქუცმაცებას და ანტისაბანკო განწყობილების გაღვივებას. ბერძნებსაც თავი ქუდში ეგონათ, მაგრამ უბედურება მოულოდნელად დაატყდათ თავს. ჩვენ გავიარეთ სამწუხაროდ ერთხელ ეს პერიოდი და ნუ გვექნება სუსტი მახსოვრობა. ვიღაცების ახირებას ნუ შევწირავთ გამართულად მომუშავე სისტემას.
ჯერ ლარი არ დასტაბილიზებულა და საბანკო სფეროს კონტროლს ეპოტინებიან! დაიხიეთ ლამაზად უკან და ნუ აიკვიატებთ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. რამე რომ მოხდეს, ვერავინ გაასწრებთ ქვეყნიდან.

 

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე, Facebook-ში, ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე.

კომენტარები