გოგუაძე: პრემიერი პოპულისტური განცხადებებით ცდილობს რეიტინგის ამაღლებას

მე გეტყვით ჩემს პოზიციას, რომელიც იქნება ალბათ თავისუფალი დემოკრატების პოზიციაც. ჯერ ფრაქცია არ შევკრებილვართ და ამაზე არ გვიმსჯელია. მე ვთვლი, რომ ამ ინიციატივის არავითარი აუცილებლობა არ არსებობს. და საერთოდ, ალბათ, ქულები დააკლდათ და რეიტინგი. სამწუხაროდ, ასეთი პოპულისტური განცხადებებით ცდილობს პრემიერი რეიტინგის ამაღლებას. სამოქალაქო კოდექსში ეს ისედაც წერია და არავითარი საკონსტიტუციო ცვლილება ამას არ სჭირდება.

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრი ნინო გოგუაძე ოჯახის დეფინიციაზე ტაბულასთან საუბარში. ცნობისთვის, ასავალ-დასავალთან ინტერვიუში პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა".

კომენტარები