სტიქია თბილისში

მერის მოადგილე 13 ივნისის სტიქიაზე: ავტომობილების ზიანი არ უნდა ანაზღაურდეს

ამ ეტაპზე ჩვენ უძრავი ქონების ნაწილი გვაქვს შეფასებული. დაზარალებული ადამიანები დაზარალების ხარისხის მიხედვით მიიღებენ ადეკვატური ღირებულების საცხოვრისს, თუ ისინი მოხვდებიან განსახლების ზონაში. თუ ის ადგილი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, საჭიროებს რეაბილიტაციას, რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა, მოხდება. ამ ადამიანებმა შესაძლოა, მიიღონ ერთჯერადი კომპენსაცია, ასევე ისინი მიიღებენ საოჯახო პაკეტებს - ეს პირველადი საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებია, რომელიც მათ სჭირდებათ. ავტომობილების საკითხს ჩვენ ამ ეტაპზე არ განვიხილავთ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ავტომობილების ანაზღაურება არ უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ამისთვის კერძო დაზღვევა არსებობს.

 

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულებზე.

კომენტარები