აწარმოე საქართველოში

პრემიერი: 1-2 წელში იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქტს ჩავანაცვლებთ

სოფლის მეურნეობაში ჩვენ ძალიან სერიოზული წინსვლა გვაქვს. წლის ბოლოს გვექნება საბოლოო შედეგები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ოპტიმისტური სურათი გამოიკვეთა. ჩვენ რეალურად ერთ-ორ წელიწადში შევძლებთ, მთლიანად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები. მე არ ვსაუბრობ ტროპიკულ ხილზე და ა.შ. ის, რაც ჩვენთან ვერ მოდის, მაგრამ ის, რისი მოყვანაც ჩვენ შეგვეძლება საქართველოში, აუცილებლად უნდა მოხდეს მათი წარმოება და უნდა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული, დაბალხარისხიანი პროდუქცია.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ერთი წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები