ეკონომიკური ზრდა

ირაკლი ღარიბაშვილი: ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ მივაღწევთ 2%-იან ზრდას

ჩვენ დაგეგმილი გვქონდა წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, რაზეც ვისაუბრეთ. ეს არის ISIS-ის პრობლემა, ეს არის ნავთობის ფასები, უკრაინაში კრიზისი, რუსეთში კრიზისი, რათქმაუნდა ჩვენ ამ პროგნოზს ვერ შევასრულებდით. პრაქტიკულად ყველა ქვეყანას რეგიონში და არამხოლოდ რეგიონში მოუწიათ ეკონომიკური ზრდის, ასე ვთქვათ, პარამეტრების გადახედვა. ჩვენც ანალოგიურად გადავხედეთ და გავიარეთ კონსულტაციები IMF-თან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან და შევთავმხდით, რომ წელს მიღწევადია 2%-იანი ეკონომიკური ზრდა. - ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილნი, რომ მივაღწევთ ამ 2%-იან ზრდას. 

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ჯი დი ესის გადაცემა 2030-ის ეთერში.

კომენტარები