UEFA-ს სუპერთასი

კალაძე: UEFA-მ მთავრობისთვის კორპორატიული ბილეთები გამოყო, ეს ნორმალურია

ეს სიახლე არ არის. ეს ნორმალური პროცესია, რაც ყველა თამაშზე ხდება ხოლმე. არსებობს კორპორატიული ბილეთები და აქ სენსაციური არაფერი არ არის. თუ არ ვცდები, 22 ათასი ბილეთის გარდა, რომელიც გულშემატკივრებისთვის იყო განკუთვნილი, არსებობდა 5-6 ათასი კორპორატიული ბილეთი, რომელიც უეფამ გამოყო მთავრობისთვის. შესაბამისად, მას მიიღებს ყველა სამინისტრო, რომელსაც აქვს გაგზავნილი მოთხოვნა.

ვიცეპრემიერი კახა კალაძე სახელმწიფო უწყებების მხრიდან სუპერთასის ბილეთების მოთხოვნაზე.

კომენტარები