მცოცავი ოკუპაცია

ხიდაშელი საოკუპაციო ზოლის გადმოწევაზე: არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა

არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა გუშინ, სამწუხაროდ. იმიტომ, რომ ეს მცოცავი ანექსია სახეზეა 2008 წლიდან მოყოლებული. ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და 2 კილომეტრით მეტს თუ გადმოწევენ საზღვარს და 20 მეტრით გადმოიწევიან რუსები, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ იმავე ხაზის გაგრძელებაა, რაც ქვეყანაში ხდება, სამწუხაროდ. საქართველო ამ 20 მეტრს ან 2 კილომეტრს არა, იმ 20%-ს დაიბრუნებს და რუსებს თავად საკუთარი ხელით მოუწევთ ტრანსპარანტების უკან, საქართველო-რუსეთის ოფიციალური საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრისკენ გადაწევა.

 

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საოკუპაციო ზოლის გადმოწევაზე.

კომენტარები