მცოცავი ოკუპაცია

ზაქარეიშვილი მცოცავ ოკუპაციაზე: ეს მოქმედებები კანონის ფარგლებში ჯდება

არსებობს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ეს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ მიიიღო, სადაც ცალსახად და მკაფიოდ წერია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია, ისევე როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია. ანუ, პრაქტიკულად, ის რაც ხდება, მათ შორის, დღეს დაფიქსირდა პირველად ხაზის გადმოწევა... ჩვენ ვლაპარაკობთ გადმოწევაზე და ყოველთვის ვაპელირებდი, რომ არა, გადმოწევა კი არა, არის გავლება, მაგრამ ახლა მართლა გადმოწევას აქვს ადგილი. ანუ აშკარად ბანერი იყო ერთ ადგილზე და მოხდა მისი გადმოწევა გარკვეული მანძილით უფრო წინ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ეს მოქმედებები ჯდება იმ კანონის ფარგლებში, რაც მიღებული იყო წინა ხელისუფლების მხრიდან ანუ ჯერ არ არსებობს ამ კანონის დარღვევის გარკვეული მაგალითები, რომ ის, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, სამწუხაროდ, ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული საქმიანობა. ამას სამწუხაროდ, ერთადერთი, რაც შეიძლება დავუპირისპიროთ, არის ან საერთაშორისო ძალა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ვაჩვენებთ მსოფლიოს, რამდენად აგრესიულია ეს რუსეთის ძალა და ვცდილობთ ამის განეიტრალებას ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით ან მეორე ძალაა - შეიარაღებული დაპირისპირება, რაც ყველამ ვნახეთ, რა შედეგები მოაქვს. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე, პირველი არხის ეთერში.

კომენტარები